Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მესამე დღე

დღეს გავეცანით შემდეგ საკითხებს:
       როგორ შევავსოთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შემდეგი ჩანართები: თემის საფუძვლები - 1. შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები 2. პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები.
        გავიგეთ როგორ დავწეროთ მიზნები სტანდარტიდან გამომდინარე (მოდული2, აქტივობა 1, ნაბიჯი 2).
        გავიგეთ როგორ დავწეროთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა (მოდული 2, აქტივობა 2,) , რომლითაც ვამოწმებთ რამდენად სწორად ავირჩიეთ/დავწერეთ სტანდარტი. რამდენად შეესაბამება ჩემი ამოცანა შესაბამის საგნობრივ სტანდარტს? მოიცავს თუ არა ჩემი ამოცანა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს?
        გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას, რომლითაც გავიგეთ თუ რისთვის გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები? გავიგეთ, რომ ასეთი კითხვები არსებობს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
        გავიგეთ როგორ შევადგინოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (მოდული 2, აქტივობა 2, ნაბიჯი 2).

1 comment:

  1. მომწონს, ძალიან გამომადგა, გავიხსენე და განვიახლე ცოდნა :)

    ReplyDelete

ტრენინგის მეცხრე დღე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა ბოლომდე, გავიხსენეთ Google Form-ების შექმნა. დღეს ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ჰიპერბ...