Saturday, March 5, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა ბოლომდე, გავიხსენეთ Google Form-ების შექმნა.

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ჰიპერბმულად კითხვარი ტექსტს (მაგ: "შეავსეთ კითხვარი"), რომელიც მინდა ჩანდეს ბლოგზე ჩვეულებრივ პოსტში. ამისათვის ვიქცევით ასე: თავდაპირველად უნდა შევქმნდათ კითხვარი  Google Form-ში / კითხვარის დასრულების შემდეგ ვაწვებით ღილაკს Send, გამოვა Send Form - ის ფანჯარა



სადაც უნდა ავირჩიო "ჯაჭვის ღილაკი" და ქვემოთ Link-ის ადგილზე გამოსული კოდი დავაკოპირო  ctrl+c ღილაკით /  შემდეგ გადავდივარ ბლოგზე, ვირჩევ იმ გვერდს ან პოსტს სადაც მინდა ჩავსვა კითხვარი, დავწეროთ ტექსტი "შეავსე კითხვარი" მოვნიშნოთ ეს ტექსტი და პოსტში ავირჩიოთ ბრძანება Link გამოვა ფანჯარა 


სადაც უნდა მოვნიშნოთ Web address  და აქ ჩავსვათ ჩვენი დაკოპირებული კითხვარის კოდი და დავაწვეთ ღილაკს OK. 


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაში კრიტერიუმის ქულებს მივანიჭეთ წონა, 
40 ქულა --- 10
35 ქულა ---- X  აქედან  X=(35*10):40

ბოლოს წარმოვადგინეთ ყველამ ჩვენ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

Sunday, February 28, 2016



ტრენინგის მერვე დღე


      დღეს შევავსეთ პროექტის გეგმაში შემდეგი განყოფილებები: სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება (სპეციალური საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები), სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები.
        საქაღალდის გამოქვეყნება და ბლოგზე დადება  (my drive-ზე შევქმენით საქაღალდე "პროექტების პორტფოლიო"/ ჩემი საქაღალდე სახელით "სახელი და გვარი" ჩავსვი საქაღალდეში "პროექტების პორტფოლიო" და დავარქვი ჩემი პროექტის სახელი "ყველაზე . . . " / საქაღალდე "პროექტების პორტფოლიო" გავაზიარე ასე: ავირჩიე გაზიარების ღილაკი "+კაცუნა" გამოსულ ფანჯარაში ავირჩიე Advanced / Private - Only you can access - ის გვერდზე არის ბრძანება Change...აქ ავირჩევ გლობუსის ფორმას ანუ ყველასთვის გაზიარება / ok / მერე გამოსულ ლინკს ვაკოპირებ და გადავდივარ ჩემს ბლოგზე ოღონდ დათვალიერების რეჟიმზე და ავირჩიე "კლუჩები" / გამოსულ ფანჯარაში ავირჩიე ბრძანება + Add external link / Web address (URL)  - ში ჩავსვი ზემოთ დაკოპირებული ლინკი, ხოლო Page title -ში დავაწერე  "პროექტები" - ამით შევქმენი ბლოგზე პროექტების გვერდი (რასაც ჩემ დრაივზე პროექტების საქაღალდეში ვიმუშავებ ავტომატურად აისახება ჩემს ინტელის ბლოგში პროექტების ჩანართში)
შევავსეთ გუუგლ ფორმა (My drive/google form / შევადგინეთ კითხვები თავისი სავარაუდო პასუხებით) და ავტვირთეთ ბლოგზე ისე როგორც საქაღალდე.

Saturday, February 27, 2016


ტრენინგის მეშვიდე დღე

         დღეს გავეცანით გარდნერის მეთოდს "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის  დროს".
        შევავსეთ გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია როგორც მასწავლებლისთვის ასევე მოსწავლისთვის (ფორმა).
      განვიხილეთ  და დავათვალიერეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის შაბლონები (intel education viewer / რესურსები / მოსწავლეთა მხარდაჭერა) 
       გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის პრეზენტაციის გასაკეტებელი დამხმარე შაბლონი. (შევინახეთ საქაღალდეში  "სასწავლო პროექტის დამხმარე" )
       დავწერეთ პროექტის მსვლელობის პროცედურები.
       განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ჩვენ ვისწავლეთ, თუ როგორ მოვახდინოთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება კომენტრებით (მოდული 5/ დამატებითი რესურსები / რჩევები და ინსტრუმენტები უკუკავშირის გაზიარებისთვის ).

დღეს ვისწავლეთ თუ როგორ ჩავაშენოთ პრეზენტაცია ბლოგზე

გავხსნათ პრეზენტაცია My Drive-დან / შევდივართ მენიუში File / ვირჩევთ ბრძანებას Publish tu the web /ვაწვებით ღილაკზე Embed /  Slide size ჩანართში ვირჩევთ small 640X389 / დავაწვეთ ღილაკზე Publish / და Ok / ვაკოპირებ გამოსულ ემბედ კოდის ლინკს / მერე გადავდივარ ბლოგის პოსტზე  / აქ ვირჩევთ HTML ღილაკს და დაკოპირებულ ემბედ კოდს ვსვამ.

ვისწავლეთ თუ როგორ დავდოთ ვიდეო ბლოგზე 



მოვძებნეთ ვიდეო youtube.com-ზე/ვირჩევთ ღილაკს share / ვირჩევთ ღილაკს Embed / ვაკოპირებ გამოსულ ემბედ კოდის ლინკს / მერე გადავდივარ ბლოგის პოსტზე  / აქ ვირჩევთ HTML ღილაკს და დაკოპირებულ ემბედ კოდს ვსვამ


არსებობს ვიდეოს ჩასმის სხვა მეთოდიც, მაგალითადმოვძებნეთ ვიდეო youtube.com-ზე/ვირჩევთ ღილაკს share / და აქვე ჩანს ბლოგის, ტვიტერის, ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელის პიქტოგრამა ღილაკები, ამ ღილაკებიდან რომელსაც ავირჩევთ იმ გვერდზე ჩაჯდება ჩემი ვიდეოც)





დღეს შევაფასეთ ერთმანეთის ბლოგებიც და გავაკეთეთ უკუკავშირის კომენტარები.

გავეცანით ბროშურის შეფასების რუბრიკას. (Intel Education Viewer / რესურსები / მეტრული სიგიჟე (კლასები 6-8) / metric broshure rubric ). გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე


დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს პრეზენტაციის სახით (Intel Education Viewer / ctrl+F/ რესურსები / საავტორო უფლებების გაცნობიერება)

გავარკვიეთ როგორ შევავსოთ გამოყენებული ლიტერატურის ფორმა (Intel Education Viewer / შინაარსი / დამატებითი რესურსების - გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში ) (მოვძებნეთ სურათები და ინფორმაცია პროექტისთვის, შემდეგ დავაკოპირეთ იმ საიტების მისამართები რომლიდანაც მოვახდინეთ სურათისა და ინფორმაციის გადმოწერა და ბოლოს ჩავსვით "გამოყენებული ლიტერატურის ნიმუშში")

გავეცანით მოსწავლის ნამუშევარს (Intel Education Viewer/ რესურსები / რომეო და ჯულიეტა რესურსები zip / student sample), შევქმენით პრეზენტაცია ამ ნამუშევრის მიხედვით.




Sunday, February 14, 2016


ტრენინგის მეოთხე დღე


დღევანდელ დრეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს (მოდული 2, აქტივობა 3), როგორიცაა განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
    
გავიარეთ პროექტის გეგმაში შემდეგი ჩანართი: შეფასების გეგმა, შეაფასების დროის ჩარჩო, შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, 

დავადგინეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებები (მოდული 2, აქტივობა 3, განმსაზღვრელი შეფასების a პუნქტის ბმული - პროექტის შეფასება  http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/  )

გავეცანით პროექტზე მუშაობის ეტაპებს პროექტის დაწყებიდან მის დამთავრებამდე. (მოდული 2, აქტივობა 3.) გამოვიყენეთ შემდეგი ბმულები: 




გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები  


დავწერეთ პროექტისთვის არჩეული მეთოდი: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე და ეს ფაილი ავტვირთეთ  Google Drive -ზე

შევქმენით  Google Drive -ზე დოკუმენტი სახელწოდებით "პროცედურები", სადაც დავწერეთ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე აქტივობები.


Saturday, February 13, 2016

ტრენინგი მეორე დღე

        დღევანდელ დღეს ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის იდეები, ვიმსჯელეთ პროექტის მიმდინარეობაზე. შევავსეთ პროექტის გეგმის შემდეგი ნაწილები: სათაური, შევარჩიეეთ ინდიკატორი, დავწერეთ მოკლე შინაარსი.
         გავეცანით ბუკლეტების შექმნის სპეციფიკას.

ტრენინგის მეცხრე დღე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა ბოლომდე, გავიხსენეთ Google Form-ების შექმნა. დღეს ვისწავლეთ თუ როგორ მივაბათ ჰიპერბ...